შესავალი

“ერის პირქვე დამხობა, გათახსირება,
გაწყალება იქიდან იწყება, როცა იგი თავის
ისტორიას ივიწყებს. როცა ხსოვნა ეკარგება
თავისი წარსულისა. დავიწყება თავის წარსულისა
მომასწავებელია ერის სულით და ხორცით
დაშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისა”.

ილია ჭავჭავაძე


                                                                   შესავალი



                                                ანუ იმის შესახებ რამაც ყველა საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა დააინტერესოს



     ეპიგრაფად წამძღვარებული წმინდა ილია მართლის მოსაზრებაც საკმარისია იმისათვის თუ რაოდენ საჭიროა იცოდეს ადამიანმა თავისი ერის გვარის თუ ოჯახის ისტორია, რაც შეაძლებინებს მომავლის ლაბირინთებში სწორი გზით სვლას.


     თუ მოარულ ფრაზას გავიმეორებთ, ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან რომ მას გააჩნია არამარტო აწმყო, არმედ წარსული,რომლის გააზრებითაც უნდა გააგრძელოს სვლა მომავალში.მოგვეხსენება რომ ერი პიროვნებების, ოჯახებისა თუ საგვარეულოთაგან შედგება.


    თუ ეპიგრაფის პერეფრაზირებას მოვახდენთ პიროვნების პირქვე დამხობაც მისი ოჯახისა და გვარის, ისტორიის, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დავიწყებით იწყება.


     სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხმიანება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესსა და უნეტარესის ილია II საუბრის ერთ-ერთი საგაზეთო პუბლიკაცია, რომლის ამონარიდსაც აქვე შემოგთავაზებთ :

  "იმის გამო, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ, საქართველოში ბევრი ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. სამწუხაროდ, ახალმა დრომ განსხვავებული ცხოვრების წესი შემოიტანა; ადამიანები ჩაიკეტნენ თავის პრობლემებში და გარეშეთათვის ნაკლებად იცლიან. გაჭირვებამ სანათესავო წრესთან სიახლოვის საშუალებაც შეზღუდა და ამას თვისტომთაგან გაუცხოების საშიშროება წარმოქმნა. გენეალოგიური ხის შედგენა ნამდვილად დაეხმარება შთამომავლებს ნათესაური კავშირის დადგენასა და აღდგენაში.


   მე ადრეც, ერთ-ერთ ინტერვიუში, გამოვთქვი სურვილი იმისა, რომ ყოველ ოჯახში ყოფილიყო წიგნი გენეალოგიური ხისა, სადაც ჩვენს წინაპართა მარტო სახელი და გვარი კი არ იქნებოდა, არამედ მათი ბიოგრაფიაც. კარგი იქნება, თუ დაიწერება, რა დადებითი თვისებები ახასიათებდათ მათ, რა სიკეთე ჰქონდათ გაკეთებული და პირიქით, რა დააშავეს, ეს შთამომავლებს თვალნათლივ დაანახვებს ცოდვა-მადლის შედეგს, რაც ბუნებრივად აღძრავს სურვილს საკუთარი ცხოვრების გააზრებისა და გამოსწორებისა".

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II

 

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ