გაგუების გვარის წარმომადგენლები მამულისა და სარწმუნოების სამსახურში



     გაგუების გვარი ერთ-ერთი უძველესი გვართაგანია, რომელიც თავის მოკრძალებულ როლს ასრულებდა ერის ცხოვრებაში.


     პროფ. ვლადიმერ გაგუას გადმოცემით ხრესილის ბრძილაში გამოჩენილი გმირობისათვის მეფე სოლომონ I-ს გაგუებისათვის აზნაურობა უბოძებია.


     მე-19-20 საუკუნეების აღწერის მასალებით, დოკუმენტალურად დასტურდება გაგუების აზნაურული წარმომავლობა.


     ამასთან ერთად ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივის მასალებში მოიხსენიება გაგუების ოჯახები, რომლებიც რუსეთის საიპერიო კომისიის მიერ შეტანილი არიან უმაღლესი წოდებების განსაკუთრებულ ჩამონათვალში.


     1998 წელს მოსკოვში გამოიცა “რუსეთის იმპერიის სათავადაზნაურო გვარები” სადაც მე-4 ტომის 43 გვერდზე ჩამოთვილი აზნაურულ გვარებში მოხსენებულია გაგუები.


     ორიოდ სიტყვით ხრესილის ბრძოლაზე. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საეტაპო ომია საქართველოს ისტორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ომი იმერელ-მეგრელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა 1756 წელს გადაიხადა სოფ. ხრესილთან, (ახლანდელი ტყიბულის რაიონი), რომელიც ქართველთა ძლევამოსილი გამარჯვებითა და დასავლეთ საქართველოდან თურქობის უღელის გადაგდებით აღინიშნა. ცნობილია, რომ გამოჩენილი გმირობისათვის სოლომონ დიდმა სხვადასხვა გვარის წარმომადგენლებს უბოძა რეგალიები.


     თუ გადავხედავთ ლ. სანიკიძის `უქარქაშო ხმლების~ მე-4 ტომს ვნახავთ, რომ პატივცემული ავტორი აღნიშნავს მეგრელთა მხედრობის მიერ გამოჩენილ მამაცობას, რაც გამოიხატა მათ მიერ ოთხი თურქი მხედართმთავრის შეპყრობასა და მეფისათვის წარდგენაში.


     არსებულ საისტორიო და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, საგვარეულო კავშირის წარდგენილი მასალების საფუძველზე საქართველოს საერთაშორისო სათავადაზნაურო საზოგადოების საგერბო საქმეების კანცლერის პროფ. ლეონიდე შერვაშიძის მიერ შექმნილი იქნა აზნაურ გაგუების ღერბი, რომელიც დამიწმებულია საზოგადოების წინამძღოლის ხელმოწერითა და ბეჭდით.


     საგვარეულო კავშირის მიერ მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ გასაბჭოებამდე მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მსახურობდნენ გაგუების გვარის წარმომადგენელი სასულიერო პირები : მამა გაიოზი, მამა დავითი, მამა იონა , მამა ეპიფანე. გარდასულ დღეებში მოღვაწე სასულიერო პირების ვინაობის მოძიების პროცესი გრძელდება.


     დღეისათვის ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობს მღვდელი მამა იაკობ გაგუა. როგორც ჩვენთვის ცნობილია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში იღუმენის ხარისხში მოღვაწეობს მამა აფინოანგელი (ერისკაცობაში ალექსანდრე გაგუა). მის სახელს უკავშირდება პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავზე (2007 წ.) ივანოვოს ქართველთა სათვისტომოს მიერ სამების საკათედრო ტაძარზე შემოწირული წმ. სერგი რადონეჟელისა და წმ. სერაფიმ საროველის ხატის ჩამობრძანება. აღნიშნული ხატი დაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე.


     ამასთან ერთად საეკლესიო თემებზე გადაღებული მრავალი ფილმის ავტორია ცნობილი კინორეჟისორი-დოკუმენტალისტი მერაბ გაგუა.


     გაზეთ საპატრიაროქ უწყებანში მოღვაწეობს ჟურნალისტი მაია გაგუა.


     შეიძლება აღინიშნოს, რომ საგურამოს წმ. ილია მართლის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი ქტიტორია ჩვენი მოგვარე ბიზნესმენი გიორგი გაგუა. ხონი-სამტრედიის ეპარქიის სოფ. ნიგორზღვის წმ გიორგის ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი ქტიტორია გგულივერ გაგუა.


    შევეცდებით მკითხველს გავაცნოთ გაგუების გვარის ის წარმოჩინებული პიროვნებები რომლებიც სხვადასხვა ენციკლოპედიურ და საცნობარო ლიტერატურაში მოვიძიეთ. ამასთან ერთად საგვარეულო კავშირის თხოვნაა მკითხველმა მოგვაწოდოს ცნობები Iიმ პირთა შესახებ რომლებსაც თავისი წვლილი მიუძღვით ქვეყნის, თავისი კუთხისა თუ სოფლის კეთილი საქმეების კეთებაში.


(დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბლოკ "გამოჩენილებში" )

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ