მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
ისტორიკოსთა ცნობით `ოდიშის ანუ სამეგრელოს უდიდესი და უძველესი სათავადოა ჭილაძეთა სათავადო. ჭილაძეთა საბრძანებელია ისტორიული საჯავახოს ვრცელი მხარე. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით საჯავახო გადანაწილებულია სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ვანის, აბაშის, სენაკის და მარტვილის რაიონებს შორისგასაბჭოების შემდეგ საჯავახო ,როგორც გეოგრაფიული ერთეული მხარის სახით აღარ მოიხსენიება.
ქუთაისის სახელმწიფო არქივში დაცული XIX საუკუნის 40-იან წლებში ჩატარებული აღწერის მასალებში მოიხსენიება საჯავახოს მხარე მასში შემავალი სოფლებით (მაგ. საჯავახოს ნოღა, საჯავახოს გამოჩინებული და სხვა) რაც შეეხება საკუთრივ სოფელ საჯავახოს იგი აღწერის მასალებში არ ფიგურირებს (ე,ი. ამ დროისათვის არ არსებობს).
კუთხის სახელწოდებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს აკადემიკოს ა. შანიძის ბიოგრაფიული ცნობაც, სადაც პატივცემული მეცნიერი წერს “ დავიბადე საჯავახოში, სოფელ ნოღაში ”, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება საჯავახოს, ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულის არსებობა.
კუთხე მდიდარია ისტორიული ძეგლებით,მაგალითად : იგივე აგათია სქოლასტიკოსის მიერ მოხსენიებული ტოლების ციხე, დარანის გამოქვაბული სოფ. ნიგორზღვაში, ქორეისუბნის XI საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, ტერჩოულის XI საუკუნის მთავარანგელოზის ეკლესია, გამოჩინებულის წმ. გიორგის სასწაულთმოქმედი ეკლესია, ნიგორზღვის წმ. გიორგის ეკლესია და სხვ.
საჯავახოს მნიშვნელოვან ნაწილში შეიძლება ითქვას ყველაზე ნაკლებადაა შემორჩენილი კუთხურობის ელემენტი. ყოფილი საჯავახოს სოფლების მკვიდრთა შორის ზოგი იმერლობს, ზოგიც გურულობს. ის კი, რომ ისინი ისტორიული საჯავახოს მკვიდრნი არიან მათ მეხსირერებაში უკვე წაშლილია, როგორც ამბობენ, სწორედ ბატონ აკაკი შანიძეს მიეკუთვნება გამოთქმა: ` ყველაზე სუფთა ქართულს საქართველოში ნოღიდან დაფნარამდე მოისმენო”.
ყველაზე სახასიათო კი ალბათ ის არის, რომ აქ სუფრებზე არ ისმევა კონკრეტული კუთხის (იმერეთის, გურიის ან სამეგრელოს) სადღეგრძელო. ე.ი. მოსახლეობა არაცნობიერად შემორჩენილი ისტორიული მეხსიერების თანახმად არ თვლის თავს იმერეთის ან გურიის (საჯავახო კი გეოგრაფიულ ერთეულად აღარიხსენიება) წარმომადგენლად და კუთხეში უმეტესად სუფევს ერთანი საქართველოს სული.