მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
ნოქალაქევიდან დასავლეთით სამიოდე კილომეტრზე მდებარეობს სოფელი კოტიანეთი. ეს დიდი სოფელი გზატკეცილის ორივე მხარეზეა გაშენებული სადაც დგას პატარა ციხე. ციხე გეგმით უწესო ოვალურია. იგი შედგება გალავნის, კოშკისა და ეკლესიისაგან. ამით ემატება თხრილი, რომელიც ციხეს გარს უვლის. ეგრისის სამეფოს ციხეების უმრავლესობას თან ახლავს ეკლესია, ასეა აქაც. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე თითქმის მთლიანად მოკავებული აქვს ეკლესიას. ეს ძალზე პატარა ეკლესიაა, რაც ალბათ, აკმაყოფილებდა ციხის გარნიზონს. შესასვლელი დასავლეთის კედლის შუაზეა. განათება კი აღმოსავლეთის ერთადერთი სარკმლიდანაა. ეკლესიის კედლები. შიგ და გარეთ, საშუალო ზომის თლილი ქვითაა შემოსილი.
აქ ყველა მონაპოვარი ეგრისის სამეფოს დროისაა. როგორც ეტყობოდა, ციხემ სიცოცხლე შეწყვიტა ეგრისის სამეფოს დაცემისთანავე. შესაბამისად, კოტიანეთის ციხის ყველა მონაცემი მხოლოდ ადრეფეოდალურ ხანაზე მიგვითითებს, ცხადია ისიც აშკარად ეგრისის სამეფოს ძლიერების ხანას, IV-V საუკუნეებს მიეკუთვნება