მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
სოფელი მარტვილის რაიონშია ოდიშის დაბლობზე მდ. აბაშის მარჯვენა მხარეს. სოფლის თავზე, მაღალ ქედზე არის ხუროთმოძღვრების ძეგლები – ციხე და ეკლესია. ციხის უძველესი ფენა ადრინდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ციხე, როგორც ჩანს დაკავშირებულია აქ არსებულ ძველ საქარავნო გზასთან, რომლის კვალი დღესაც შეიმჩნევა. ეს არის მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის აგათია სკოლასტიკოსის მიერ მოხსენებული უძველესი ქალაქი ონოგურისი.
ციხის შიგნით მდგარი ეკლესია არ არის თავდაპირველი, იგი IX საუკუნით უნდა დათარიღდეს. აბედათის ეკლესია საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა. იგი გეგმით გარედან სწორკუთხედია, კედლები ნაგებია საშუალო ზომის ოდნავ დამუშავებული ქვით, საშენად ძირითადად გამოყენებულია მოთეთრო კირქვა. აქვე დავამატებთ, რომ ეს ეკლესია უნდა იყოს ის საგვარეულო სალოცავია, სადაც სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებნი გაგუები მოდიოდნენ სალოცავად.