მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
საგვარეულიო კავშირის დაფუძნებისა და მიზნების შესახებ
საგვარეულოს ერთი ჯგუფის ინიციატივით 1999 წლის 5 მარტს ჩატარდა გაგუების გვარის პირველი შეკრება. არჩეულ იქნა საგვარეულოკავშირის გამგეობა, რომელსაც დაევალა საგვარეულო კავშირის იურიდიულად დაფუძნება და კავშირის დარბაზის წევრთა კანდიდატურების შერჩევა.ამავე წელს დაფუძნდა საგვარეულო კავშირი იურიდიული ფორმით. გვარს აქვს საკუთარი წესდება და მმართველი ორგანო საგვარეულო კავშირის დარბაზის სახით. კავშირს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში ა.ა 360801005 კოდი 220101502 საიდენთიფიკაციო კოდი 202063792.
საგვარეულო კავშირის შეკრება ჩატარდა 2000 წელშიც.2001 წელს კინოსახლში ჩატარებულ შეხვედრაზე გაგუების გვარი დალოცა მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი) . საგავარეულო შეხვედრა ჩატარდა კინოსახლში 2002 წელსაც. შემდგომ პერიოდში მსგავსი მაშტაბური ხასიათის შეკრებები 2010 წლამდე არ გამართულა, მაგრამ საგვარეულო კავშირის გამგეობა აღნიშნულ წლებშიც აგრძელებდა საქმიანობას.მოძიებულ იქნა გვარიშ ისტორიის საკითხებთან დაკავშირებული საარქივო, ისტორიული და სხვა ხასითის ცნობები.
შექმნილია საგვარეულოს ალამი და დროშა. – საგერბო და საგვარეულო ჯილდოების საერთაშორისო საზოგადოების მიერ შესრულებულია აზნაურ გაგუების გერბი. კავშირის თხოვნით ცნობილი სპორტული ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ გაგუას ავტორობით შეიქმნა წიგნი "გრიგოლ გაგუა 85" რომელიც გამოიცა საგვარეულო კავშირის დაფინანსებით.
ორგანიზებულ იქნა ოთარ გაგუას წიგნის "ბორის პაიჭაძე საუკუნის ფეხბურთელი" ახალი რედაქციით გამოცემა. დაინტერესებული პირებისათვის მომზადდა საგვარეულო კავშირის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა. საგვარეულო კავშირის თანადგომით გამოიცა აკადემიკოს ვლ. გაგუას – ცნობილი მეცნიერისა და მკვლევარის შემოქმედების ამსახველი წიგნი "უმაღლესი ღირებულებათა სამსახურში"
.
2009 წელს ჩატარებულ შხვედრაზე საგვარეულო კავშირის დარბაზის ინიციატივით დაიწერა საგვარეულო ხატი, რომელიც დაიწერა ცნობილი ხატმწერის ლაშა კინწურაშვილის მიერ. ხატის ჩარჩო და მისი ჩუქურთმა სესრულებულია ვახტანგ ხოშტარიას მიერ. საგვარეულო კავშირი დიდ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს გაწეული სამსახურისათვის. 2010 წლის 10 იანვარს წმინდა დავით მეფის (მეფსალმუნის) ხსენების დღეს პატრიარქის მიერ მოხდა გაგუების საგვარეულოს დალოცვა და იკურთხა საგვარეულო ხატი. მეუფე იოანეს კურთხევით ხატის დიასახლისად დადგენილია მარიამ გაგუა. კურთხევის თანახმად ხატი მოგზაურობს გაგუების გვარის წარმომადგენელთა ოჯახებში. ყველა მოგვარეს შეუძლია მიმართოს ქალბატონ მარიამს ხატის ოჯახში დაბრძანების სურვილით. პატრიარქის კურთხევა და ღვთისმშობლის ხატის მადლი განამტკიცებს გაგუების საგვარეულოს.
ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ხატის დალოცვა აღინიშნა სუფრასთან სადაც გაგუების საგვარეულოს შეკრების დღედ დადგინდა ყოველი წლის 7-14 იანვარს შორის პირველი არასამუშაო დღე.
შეკრების ადგილად წინასწარ შეიძლება დასახელდეს ის ისტორიული კუთხე სადაც ძველთაგანვე ცხოვრობდნენ გაგუები. ან ის სალოცავი, რომელთა აშენებასა და განახლებაში თავისი წვლილი მიუძღვის გაგუების გვარის წარმომადგენლებს.