სულ: 916
მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
ბოლო 10 დარეგისტრირებული
გაგუა კონსტანტინე რომანოზის ძე
(დაბ. 31.07.1885 სოფ. ტალერი – 28.8.1947 თბილისი)
პედაგოგი, მეთოდისტი. 1909 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1911 წელს ყაზანის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობდა ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის კლასიკურ გიმნაზიებში, თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გამგედ.
მას ეკუთვნის მრავალრიცხოვანი სტატიები: "მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები", კრებული "შოთა რუსთაველი სკოლაში", "ქართული ლიტერატურის ქრესტომათა" და სხვა.