გაგუა გრიგოლ ათანასეს ძე

(1915წ. – 2001 წ) ფეხბურთელი საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945 წ) “გამოდიოდა ფოთის `ვოდნიკი~-ს, ფოთის `დინამოს~, თსუს გუნდებში.

1935-50 წლებში თბილისის დინამოში იყო, რომლის შემადგენლობაშიც საკავშირო ჩემპიონატებზე ჩაატარა 155 მატჩი, მონაწილეობდა 8 საერთაშორისო შეხვედრაში. არის საბჭოთა კავშირის ორგზის (1939-1940) ვერცხლის და სამგზის (1936-1946-1947) ბრინჯაოს პრიზიორი. გამოირჩეოდა ჩინებული ფიზიკური მონაცემებით, ენერგიული, გაბედული თამაშით მოწინააღმდეგის პერსონალური მეურვეობით. გამოდიოდა დაცვაში და ნახევარდაცვაში. 1958 წელს იყო თბილისის დინამოს მწვრთნელი. მუშაობდა დინამოს საფეხბურთო სკოლის უფროს მწვრთნელად”. ამ მოკლე ენციკლოპედიური ცნობის მიღმა არის საოცრად დიდი სპორტსმენის, მწვრთნელისა და დიდბუნებოვანი ადამიანის ბიოგრაფია. მის შესახებ ფართო ინფორმაცია მკითხველმა შეიძლება მიიღოს ასევე ჩვენი მოგვარის ცნობილი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ გაგუას წიგნიდან, რომელიც მიეძღვნა ბატონ გრიშა გაგუას დაბადებიდან 85 წელს "გრიგოლ გაგუა 85". მისი სამწვრთნელო მოღვაწეობის დასაფასებლად "თბილისის დინამო"-ს ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ატარებს გრიგოლ გაგუას სახელს.
ბოლოს კი აღვნიშნავთ, რომ სიციცხლის უკანასკნელ წლებში ღვაწლმოსილი ფეხბურთელისა და მამულიშვილის წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში აღნიშნულ იქნა ღირსების ორდენით.
 

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ