გაგუა ამირან თევდორეს ძე

(დაბ. 27.12. 1930 წ. სოხუმი) მომღერალი (ლირიული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი.

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში.

ხანგრძლივი მოღვაწობის მანძილზე შესრულებული აქვს ლირიული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია. რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა კოტე (ვიქტორ დოლიძის `ქეთო და კოტე~), ბარონი როზენი (ა. ბუკიას `არსენა~), ალფრედი (ჯ. ვერდის `რიგოლეტო~, `ტრავიატა~), ფაუსტი (შ. გუნოს `ფაუსტი~), რუდოლფი (ჯ. პუჩინის `ბოჰემა~) ერნესტო (გ. დონიცეტის `დონ პასკუალე~), ტამინო, დონ ოტავიო (ვ.ა. მოტარტის `ჯადოსნური ფლეიტა~, `დონ ჟუანი~) სალოსი (მ. მუსორგსკის `ბორის გოდუნოვი~) და სხვა.

ა. გაგუას აქვს ლამაზი ტემბრის სრული დიაპაზონის ხმა, სცენური ოსტატობა. მისი შესრულებით ფირმა "მელოდიაში"  ჩაწერილია ოპერა "ქეთო და კოტე"

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ