გაგუა ვლადიმერ (ლადო) იესეს ძე
News Name

 (დაბ. 12.05.1860, სოფ, კოტიანეთი – 25.07.1944 იქვე) პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1884 –ში დაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია, მასწავლებლად მუშაობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში (ნოსირი, წალენჯიხა, ხობი, ყულევი, ფოთი, სენაკი). 1916–ს დაინიშნა სენაკის მაზრის სახალხო განათლების მთავარ  ინსპექტორად და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორად. 1918-29 სენაკის სამაზრო განათლების განყოფილების გამგე იყო. მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ `კოტიანეთში~ აშენდა სასკოლო შენობა და 1901 წელს გაიხსნა სახალხო სკოლა, რომელიც ახლა მისი სახელობისაა.
    დავამატებთ, რომ ვ. გაგუა მრავალი ლექსის ავტორია, რომლებზეც შექმნილია ცნობილი სიმღერები, როგორც აღნიშნავენ გამოჩენილი ლოტბარის ძუკუ ლოლუას სასიმღერო რეპერტუარის ძირითად ნაწილს სწორედ ვ. გაგუას ლექსებზე შექმნილი სიმღრები წარმოადგენდნენ
 

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ