გაგუა ვლადიმერ ვლადიმერის ძე
News Name

    (1927-1982 წ.წ) “პედაგოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1971) პროფესორი (1975), პედაგოგიურ მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრი (1995), ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).  1959 –დან მუშაობდა  თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგიკის კათედრის დოცენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ, ინსტიტუტის რექტორად (1988-91). დაჯილდოვებულია ი. გოგებაშვილის მედლით. ვ. გაგუას კვლევები ეძღვნება აღზრდის თეორიას და პედაგოგიკის  ისტორიის საკითხებს, რასაც მიუძღვნა რამოდენიმე მონოგრაფია, წიგნი და მრავალი სტატია”.


   უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ვლადიმერი იყო გამგრძელებელი თავისი ოჯახის პედაგოგიური ტრადიციების.  ამასთან ერთად დაჯილდოებული იყო უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობით, როგორც სამშობლოს ასევე საკუთარი  გვარის მიმართ. სიამოვნებით შეიძლება გავიხსენოთ ერთი ფაქტი, როცა  ბატონი ვლადიმერი საგვარეულო კავშირის დაფუძნების საინციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მოვიპატიჟეთ, იგი პატარა ბიჭივით ანთებული და გახარებული მოვიდა და სანამ ამის შესაძლებლობას აძლევდა ჯანმრთელობა არცერთი შეკრება არ გაუცდენია.


   როდესაც გვარის ერთ-ერთ  შეკრებაზე თანამოგვარეები იხილა ასეთი აზრი გამოთქვა: `სილამაზეში, რომ ჩატარებულიყო კონკურსი გვარებს შორის აუცილებლად გაგუები გაიმარჯვებდნენო~. ეს ალბათ მისი გვარის მიმართ უზომო სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულება იყო.


    საგვარეულო კავშირის თანადგომით მისი გარდაცვალების შემდეგ 2002 წელს გამოვიდა წიგნი მისი მოწაფეებისა და კოლეგების ავტორობით `უმაღლეს ღირებულებათა სამსახურში~, სადაც მკითხველი ღრმად გაეცნობა ბატონი ლადოს სამეცნიერო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გაწეულ შრომას. წიგნის მეორე ნაწილი ეძღვნება მეგობრების, მოწაფეებისა და კოლეგების მოგონებებს, სადაც საოცრად თბილი სიტყვებითაა დახასიათებული ცნობილი  მეცნიერის პიროვნული და ადამიანური თვისებები. . .
 

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ