გაგუა ოთარ ევგენის ძე

 

     საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. ოლიმპიური სკოლა-ინტერნატის დირექტორია, აღსაზრდა ბევრი საქვეყნოდ აღიარებული სპორტსმენი.

    იყო დედაქალაქის ფეხბურთის მოყვარულთა კლუბის პირველი თავმჯდომარე.იყო თბილისისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი.

    არის ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარი, არაერთი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. 1990 წლიდან შპს ფირმა ”ჟურნალისტის” გენერალური დირექტორია. ენციკლოპედია ”თბილისის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

    ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ბატონი ოთარი იგივე ჩვენი საყვარელი ძია რიჩა თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული და ყველასათვის საყვარელი პიროვნებაა. იგი დღესაც დაუღალავად შრომობს ქვეყნის სამსახურში. ამჟამად მისი ხელმძღვანელობით მზადდება ენციკლოპედია “აჭარის” გამოცემა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გამოკიტხვა
მოგწონთ ვებ გვერდი?
კი
არა
ნაწილობრივ