მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
(დაბ. 2.1`1.1945 ქ. ფოთი) ქირურგი ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1969). იყო ქ. ფოთის საავადმყოფოს ქირურგი (1969-70), მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატორი (1970-72), მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი (1972-75), თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მეცნიერ თანამშრომელი (1975-79), ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1989 წლიდან არის ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.
დაიცვა საკანდიდატო (1975) და სადოქტორო (1991) დისერტაციები. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა,. ეკუთვნის 7 გამგონება სავტორო უფლებით . არის პროფ. ღვამიჩავას სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების მედლისა და ორდენის კავალერი, არის ნიუ-იორკის აკადემიის წევრი. საქართველოს ქირურგთა და ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების, ქირურგითა საერთაშორისო ასოციაციის, ქირურგთა საერთაშორისო კოლეგიის წევრი. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ონკოლოგი.