მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
`თუ ჰიპოთეზა დასტურდება ეს სასიამოვნოა –
თუ არ დასტურდება ეს საინტერესოა~.
აკად. ა. ბელოპოლსკი
უნდა აღინიშნოს, რომ ფონეტიკურმა ერთეულმა `გაგუა~ ბასკურ-ქართულ ურთიერთობებშიც შეგვახსენა თავი.
სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ გადავხედოთ ბასკურ-ქართული ურთიერთობების პრობლემას, ცნობილი ბასკოლოგების შ. ძიძიგურის და ი. ტაბაღუას ნაშრობემის განხილვით.
ქართულ-ბასკური ნათესაობის საკითხები დიდი ხანია აინტერესებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ლინგვისტებს, ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, არქეოლოგებს, ანთროპოლოგებს და მეცნიერების სხვა დარგთა წარმომადგენლებს.
ბასკები ევროპის უძველესი ხალხია და წარმოადგენს ერთადერთ ტომს, რომელიც არ არის ევროპელთა მოდგმისა, ისინი დღეისათვის ბინადრობენ ყოფილ იბერიის ნახევარკუნძულზე ანუ დღევანდელ პირინეიზე. ისტორიულად ცნობილია იბერიის ძლიერი სახელმწიფო რომლის აყვავების ხანად მიჩნეულია ძვ. წ. აღ. VIII საუკუნე, იგი II საუკუნეში დაპყრობილი იქნა რომაელთა მიერ. შესაბამისად დაიწყო იბერიის რომანიზაცია, რამაც გამოიწვია კიდეც ძველი იბერიული კულტურის სრული გადაშენება. მათი ენის ამსახველი ძეგლები არ შემორჩა. ამ პროცესს მხოლოდ ბასკთა ტომი გადაურჩა, რომელმაც დღემდე შემოინახა ენა, ადათ-წესები, ანთროპოლოგიური სახე.
მსოფლიო ისტორია იცნობს მეორე იბერიასაც, ანუ კავკასიის იბერიას – აღმოსავლეთისა და დასავლეთის იბერების ნათესაობაზე გამოთქმულია ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის II-IU საუკუნეებში და იგი ამ დროისათვისაც სადავოა.
უნდა აღინიშნოს, რომ IV საუკუნის უდიდესი ქრისტიანი მოღვაწე ბასილი დიდი თავის ნაშრომში მოიხსენიებს დასავლეთ იბერიას. ნაშრომის ლათინურ თარგმანში დასავლეთ იბერია მოხსენებულია - ესპანეთად, ხოლო გიორგი მთაწმინდელის ქართულ თარგმანში კი დასავლეთის საქართველოდ. ასე, რომ ქართულ წყაროებში დასავლეთ იბერია პირველად მოიხსენება ამ ნაშრომში. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ შორეულ ისტორიულ პერიოდშიც აღიარებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ იბერების ნათესაობას.
საინტერესოა მე-X საუკუნის ერთი ისტორიული ფაქტი. სადაც გიორგი მთაწმინდელი გვიამბობს ეპიზოდს ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებიდან: `ნეტარმა მამა იოანემ განიზრახა თან წაეყვანა თავისი ძე და რამდენიმე მოწაფე და წასულიყო სპანიაში (ესპანეთში)…...……იოანეს გაგონილი ჰქონდა, რომ არამცირედნი ქართველი ტომები და ხალხები ცხოვრობდნენ სპანიაში.
შემდგომ ამისა XVIII საუკუნემდე წერილობით წყაროებში ქართულ-ესპანურ ნათესაობაზე არაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა საყურადრებოა XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ჩანაწერები, სადაც იგი ერთ საგულისხმო ამბავს მოგვითხრობს. შარდენი მიიწვიეს ქართველ მეფესთან ნადიმზე. `გამომშვიდობებისას მან მკითხა” (იგულისხმება მეფე ვახტანგ V-შაჰნავაზი) – ამბობს შარდენი – “როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი ესპანეთის მეფე და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო.” შემდეგ ასკვნის შარდენი, რომ `ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდაო. ესპანელები წარმოშობით იბერიელები არიანო~.
რაც შეეხება XVIII საუკუნის წერილობით წყაროს ეს არის ცნობები ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობისა ათონის მთაზე და მისი შეხვედრა ათონის მთის აკადემიის რექტორთან ევგენი ბულგარისთან.
ტიმოთეს თხზულებაში მოცემული ცნობები მრავალმხრივ საინტერესოა. იგი წარმოადგენს ორი ფილოსოფიასა და ღვთის მეტყველებაში განსწავლული ადამიანების ნააზრევს.
თხუზულების ავტორს კარგად სცოდნია წინა საუკუნეებში გავრცელებული აზრი ქართველთა და ესპანალთა ნათესაობის შესახებ. რასაც ადასტურებს აკადემიის რექტორი ევგენი ბულგარისი და წარმოდგენილია მათი შეხედულებანი მიგრაციის დროის შესახებაც კი.
სხვადასხვა დროს აღნიშნულ თემას შეეხნენ სხვა ქვეყნების ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: ვ. ჰუმბოლდტი, ბოდრიმონი, ფრანსუა დიუურკო, რენე ლაფონი და სხვ. მოსაზრებანი აღნიშნულ საკითხზე ფრიად საინტერესოა, მაგრამ მათი მიმოხილვა ალბათ შორს წაგვიყვანდა. შევეხებით მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ზოგიერთ მოსაზრებას.
როგორც ცნობილია ქართველური ტომები ლითონის დამუშავების პიონერები იყვნენ. შესაბამისად ნ. მარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ხალხმა შეაღწია პირინეის ნახევარკუნძულზე ლითონის მოპოვებისა და დამუშავების საჭიროებისათვის. აღნიშნული მოსაზრებას ეჭვმიუტანლად ეხმაურება არქეოლოგიური მონაპოვარი. კერძოდ კი 1965 წელს არქელოგმა ფუსტემ გათხარა 5000 წლის წინანდელი სპილენძის საბადო, სადაც აღმოჩენილი იქნა ზვავის შედეგად დაღუპული ადამიანების ჩონჩხები. ფუსტეს დასკვნით აღნიშნული ჩონჩხების თავის ქალები წარმოადგენენ ე.წ. კავკასოიდურ გვიანდელ რასას.
ასევე მეტად საყურადრებოა აკად. ნ. ვავილოვის მოსაზრება. `სამოც ქვეყანაში არაერთგზის მოგზაურობისას ჩვენ არც ერთხელ არ გვინახავს მოსავლის აღების ასეთი მეთოდი /ლაპარაკია ხორბლის აღების მეთოდზე ჩრდილოეთ ესპანეთში ავტ/ შემდგომ მოსავლის აღების მსგავს ხერხს წავაწყდით საქართველოში – ლეჩხუმში. აქვე იქნა აღმოჩენილი ხორბლის ენდემური ჯიში, რომელიც გენეტიკურად მოსაზრებანი ყველაზე ახლოს დგას სპელტასთან (ე.ი. ესპანურთან ავტ) ამგვარად აგრონომიულად და ბოტანიკურად დადგინდა გასსაოცარი კავშირი ჩრდილოეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის, ამასთანავე თვით ობიექტი (ე.ი. ხორბალი) და აგროტექნიკა იმდენად სპეციფიური და განუმეორებელია, რომ არავითრ ეჭვს არ იწვევს ამ კავშირის ღრმა მნიშვნელობაზე.
როგორც უკვე აღინიშნა პატივცემული მკვლევარების მიერ, იბერიული დამწერლობა ისტორიამ არ შემოინახა, მაგრამ შემორჩენილია ფრაგმენტული სახით ძველი იბერიული ლურსმნული დამწერლობის ტექსტები, რომლებიც დღემდე გაუშიფრავია. აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველი ყურადღებას მიაქცევდა იმ ფაქტს, რომ XX საუკუნის 70-იან წლებში ქართველი ინჟინრის და მკვლევარის შოთა ხვედელიძის მიერ იყო მცდელობა იბერიული დამწერლობის ერთ-ერთი ცნობილი არქეოლოგიური ნიმუშის ე.წ. `იბერიელი ფირფიტის~ გაშიფრვისა. გაშიფვრის მეთოდად არჩეული იქნა ძველი ქართული ანბანი და მეგრული ენა, საკითხი ფართოდ იქნა გაშუქებული მაშინდელ ქართულ და რუსულ ცენტრალურ პრესაში.
აღნიშნულ გამოხმაურებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჟურნალ `ტექნიკა მოლოდიოჟის” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული შ. ხვედელიძის სტატია, სადაც იგი ამბობს შემდეგს: `უნდა ვთქვა, რომ ის რაც მე შევიტყვე ბასკებზე უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში შეძრა ჩემი წარმოდგენები. ამერიკელი მეცნიერი ჯოზეფ ფული თვლის რომ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ძვ. წელთაღრიცხვით ბასკები ნაოსნობდნენ ამერიკაში. ინკებისა და აცტეკების წარმართული ღვათაებების სახელები, რომელთაც მოიხსენებს ტურ ჰეიერდალი? მე მეჩვენება, რომ ისინი ძალიან მოგვაგონებენ თავისი Hჟღერადობით ქართულ სიტყვებს, ვირაკოჩა, ბოჩიკა, სუა, გაგუა, გუგუ-მაცი და სხვ.
და ბოლოს პრობლემათა პრობლემა წითელკანიანი ინდიელების. თეთრკანიანი წვეროსანი ღვთაებები (მოგეხსენებათ, რომ ინდიელები წითელკანიანები არიან და მათ მე-15 საუკუნის ბოლომდე ანუ კოლუმბამდე თეთრკანიანი არ უნდა ჰყოლოდათ ნანახი).
ხსოვნას მათ შესახებ დღემდე წმინდად ინახავენ ამერიკის ათეულობით ტომი. ვინ არიან ისინი?
ბ-ნ შ. ხვედელიძის მოსაზრებას შეგვიძლია დავუმატოთ ის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ინდიელთა ღვთაებებიდან ორი ბოჩიკა და გაგუა წარმოადგენენ არამარტო ქართულ სიტყვებს, არამედ თითქმის სრულიად იდენტურია კოლხურ-იბერიული წარმართული ღვთაებებისა ბოჩი და გაგუ.
რუსულ მითოლოგიურ ლექსიკონში ვხვდებით აგრეთვე სამხრეთ ამერიკელი ინდიელების უზენაეს ღვთაებას “ჩიმინი გაგუა”_ს.
მთელი აღნიშნული ექსკურსი რა თქმა უნდა შორს მიმავალ მიზანებს არ ისახავს, გვინდა გვეჩვენებინა, რომ გაგუ-გაგუა უძველესი კოლხურ-იბერიული ლინგვისტურ-ფონენტიკური ფენომენია, რომელსაც ვხვდებით არა მარტო ევროპულ ბასკებში, არამედ შორეულ ამერიკაში და ოკეანიაში.
P.s როგორც შევიტყვეთ გაგუებს ინტერნეტ-საიტზე დაუკავშირდნენ ფილიპინებიდან. ირკვევა, რომ ფილიპინებზე ცხოვრობენ ადგილობრივები, რომელთაც გვარი არის გაგუა. გამოთქვეს ინტერესი თავიანთი გვარის წარმომავლობის შესახებ. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა არგენტინაშიც.
ვეცდებით ჰიპოთეზის დონეზე გავაღრმავოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.
სწავლულთა ერთი ნაწილის აზრით, ბაბილონის გოდოლის აგებამდე, სანამ ღმერთი ენებს აურევდა. Bიბლიური ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ.მათივე მოსაზრებით ის რაც კაცთა მოდგმის იმ საერთო ენიდან დარჩა ეს სარის ქართული, ანუ იბერიული მოდგმის ენა. შწორედ ამ მოსაზრებას უკავშირებენ მე_9 საუკუნის საეკლესიო მოღვაწის იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, რომლის თანახმადაც მეორედ მოსვლის ჟამს მაცხოვარი კაცთა მოდგმას ქართულ ენაზე განიკითხავს.
გავიმეორებთ ქართველი და უცხოელი მკვლევარების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წიანისტორიულ დროში ხმელთაშუაზღვის აუზი, ძველი შუამდინარეთი, ეთიოპია, ეგვიპტე დასახლებული იყო იბერიული მოდგმის ტომებით. Iბერიულად მიიჩნევენ კრეტა-მინოსის კულტურას, რომელიც ჩაძირული ატლანტიდის კულტურის გაგრძელებად მიიჩნევა. Mმინოსის ცოლი პასიფაე აიეტის ერთ-ერთი შვილი და მითიური მედეას დაა, ხოლო რომის დამაარსებლის დედა-კირკე აიეტის დაა.იბერიულ ხალხებად მიიჩნევა მითიური ტროელები (მე_19 საუკუნის არქეოლოგიური გათხრებით ტროა სულაც არ აღმოჩნდა მითიური) პელაზგები, ეტრუსკები, სორდები, სიკილები, (რომლებისგანაც მომდინარეობს სარდინიისა და სიცილიის გეოგრაფიული სახელები) პირინეის იბერები და სხვა.
ღოგორც აღვნიშნეთ აღნიშნული ხალხები მამაცი ზღვაოსნები იყვნენ და ძველთაგანვე მოგზაურობდნენ მაშინდელი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
პროფ. ილია ტაბაღუას ცნობით, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, აფრიკაში, ინდონეზიაში და სხვა რეგიონებში ახლაც გვხვდება გეოგრაფიული ტერმინები, რომლებიც მხოლოდ იბერიული ენით შეიძლება აიხსნას.
თუ მითების სამყაროდან რეალობაში გადმოვინაცვლებთ, შეილება ვთქვათ, რომ იბერიული მოდგმის ტომების მიერ გეოგრაფიული ტერმინების გატანასთან ერთად გატანილი უნდა ყოფილიყო მათი უძველესი წარმართული ღვთაებების სახელებიც.
ამიგად, ჰიპოთეზის დონეზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უძველეს იბერიული წარმაღტული ღვთაების სახელის (გაგუს) გატანამ საფუძველი დაუდო პიროვნულ და შემდგომ გვაროვნულ სახელს არამარტო იბერიული მოდგმის ტომებში, არამედ მათი მოგზაურობის პუნქტებში მცხოვრებ აბორიგენებშიც.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ იბერიულ ტომებს მეცნიერთა მოსაზრებით შემდგომში მათ განიცადეს ინდოევროპულ ტომებში გათქვეფა-ელინიზაცია თუ რომანიზაცია.