მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოსათვის ორჯერ იყო სხვადასხვა ხასიათის ცენტრი. იგი დასტურდება ძვ. წ. III საუკუნესა და მეორედ ახალი წ. IV საუკუნეში.
კოლხეთის სამეფოს ტერიტორია ადრეანტიკური ხანიდან ფაქტიურად მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს. ისტორიული წყაროებით ამ ობიექტზე ცოტა რამ ვიცით. `ქართლის ცხოვრების~ მიხედვით ძვ.წ. III ს. დასაწყისში.
კოლხეთისდასუსტებულ სამეფოში შედის იბერიის მეფე ფარნავაზი. იგი ვინმე ქუჯის აძლევს ერისთავობას და ცოლად რთავს თავის დას .
მემატიანე ჯუანშერი იქ, სადაც აღწერს მურვან-ყრუს ლაშქრობას, ახსენებს ციხეგოჯსაც. აქაც სხვა დროს (სხვა მელნით და სხვა ხელით) მიუწერიათ, რომ `ციხეგოჯი ნოქალაქევია~.
XVIII ს. პირველი ნახევრის მოღვაწისათვის, ვახუშტი ბაგრატიონისათვისაც, ცნობილი ყოფილა `ნაქალაქევისა~ და `ციხეგოჯის~ იდენტურობა და იგი უფრო გარკვევით, ძირითად ტექსტშივე წერს ამაზე. მასთან ვკითხულობთ: `აწ სენაკს ზეით, უნაგირას ძირში, არს ნაქალაქევი, ციხე-გოჯად წოდებული, ეს აღაშენა მეფის ფარნაოზის ჟამს ქუჯიმ, ქალაქი და ციხე და ამისი საერისთავო იყო სრულიად რიონის დასავლეთი, სუანეთი.
ყველა ამ ცნობის მიხედვით ციხეგოჯი – ნოქალაქევი, არქეოპოლისად წოდებული, ამ პერიოდში არის `უდიდესი და ძველი სიმაგრე~, `ძველთაგანვე აშენებული--- ძალიან გამაგრებული~ ბოლოს - `მთავარი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანაში~.
როგორც პარმენ ზაქარაია თავის ცნობილ მონოგრაფიაში აღნიშნავს ნოქალაქევი როგორც ქვეყნის დედაქალაქი წარმოადგენდა ქვეყნის თავდაცვით, კულტურულ ცენტრს გარშემო მდებარე თავდაცვითი საკულტო საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნაგებობებით. რომელთა ნაშთებიცაა შემორჩენილი აბედათსა და კოტიანეთში.
• აგათია სკოლსატიკოსი – ბიზანტიელი პოეტი და ისტორიკოსი, განათლებით იურისტი, მისი საისტორიო თხუზულება `იუსტინიანეს მეფობისათვის~ წარმოადგენს პროკოპი კესარიელის `ისტორიის~ გაგრძელებას და შეიცავს მდიდარ მასალას დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ 552-558 წლებში. აქ მოთხრობილია ირანისა და ბიზანტიის ომის მსვლელობის შესახებ. ბიზანტიელთა მიერ მეფე გუბაზ მეორის მოკვლის ამბავი. ლაზების სახალხო კრების შესახებ, სადაც განიხილებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობის საკითხი. აგათიას მოჰყავს ლაზ პოლიტიკურ მოღვაწეთა აიეტისა და ფარტაძის სიტყვები, რითაც შემოგვინახა ძველი ქართული მჭერმეტყველების ნიმუშები. აქვეა მოცემული დასავლეთ საქართველოს დაბა-ქალაქების და ციხე-სიმაგრეების (ქუთაისი, მუხურისი, ვარდციხე, ტოლები, ონოგურისი) აღწერილობა, აგათიას თხუზულება ერთ-ერთი მთავარი წყაროა მე-6 საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის.