მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
დღისათვის გვარი საქართველოში თითქმის ყველა რეგიონშია განსახლებული არსებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია: მე_20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში საქართველოში მცხოვრები გაგუების გვარის მატარებელ პირთა რაოდენობა 4526 სულს მოითვლის. ჩვენი მონაცემებით გაგუების გვარი სხვადასხვა ოდენობით მოსახლეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჯერ კიდევ 1902 წელს გაზეთ `ივერიაში~ საჯარო ვაჭრობის განცხადებაში მოხსენებულია თბილისში მცხოვრები ბარბარე ტრიფონის ასული გაგუა. გაგუები მოსახლეობენ სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და აფხაზეთში.
კოლხურ ტოპონიმიკაში მრავლად მოიხსენიება ადგილები, რომლებიც გაგუების გვართანაა დაკავშირებული, ჩვენს მიერ მოძიებულ წყაროებში მიუთითებენ ტოპონიმებს, რომლებიც ნათლად ასახავენ ამ ადგილებში გაგუების ცხოვრების ფაქტს, კერძოდ კი `ეგაგუე~ /სოფ. აბედათი/, `ნაგაგუ~ /ნახუნაო, სერგიეთი, `ლეგაგუე~ /უბანი გახომელაში/, `ნაგაგუ~ /აბასთუმანი, მენჯი/, `საგაგუო~ /დარჩელი სატყებუჩავო/ `გაგუაში ნოყონი~ /გაგუას ნაყანარი/, ზანის გამგეობა/, `გაგუა დიხა~ /გაგუას მიწა. სალხინო/ გაგუაში ნოხორი /გაგუას ნასახლარი, კოტოიანეთი/ და სხვ.
გაგუების გვარი უდაოდ მეგრული წარმოშობისაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმომადგენლები მრვლადაა განსახლებული მეზობელი იმერეთისა და გურიის მხარეებში. რა გვაძლევს ამის მტკიცების საფუძველს? უდავოა ის ფაქტი, რომ სხვა კუთხეში /თუნდაც ქვეყანაში/ გადასული გვარის წარმომადგენელი უფრო იმახსოვრებს წარმოშობის ადგილს, ვიდრე ერთი და იგივე კუთხეში გადაადგილებული. ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ როგორც იმერეთში, ასევე გურიაში მცხოვრები გაგუები ერთხმად აღიარებენ მათი სამეგრელოდან კერძოდ კი სოფელ აბედათიდან წარმომავლობას.
სამტრედიის რაიონის სოფლებში მცხოვრებ გაგუებში დღემდე ლეგენდის სახით არის შემორჩენილი ისტორია, ბიძაშვილების ლომკაც და ჯოღორია გაგუების ნიგორზღვაში აბედათიდან გადმოსვლაზე. აღნიშნულ სოფელში მე-18 საუკუნეში მოიხსენება გაგუების ოჯახების მრავლად არსებობის ფაქტები, მაგრამ აქ დღესაც ახსოვთ მე-20 საუკუნის დასაწყისში მცხოვრები გაგუების გვარის ის წარმომადგენელი, რომელიც აგროვებდა და აბედათის ეკლესიაში მიჰქონდა შესაწირავი, რომელიც მათ საგვარეულო სალოცავად იყო მიჩნეული.
ცნობილი ჟურნალისტი ლამარა გაგუა, რომელიც წარმოშობით ოზურგეთის რაიონიდან ბრძანდებოდა იხსენებდა, თუ როგორ ნატრობდა მისი მამა ისე არ წასულიყო იმ ქვეყნად, რომ ერთხელ მაინც არ მოხვედრილიყო აბედათში.
აქვე აღვანიშნავთ, რომ გამოითქვა მოსაზრება თითქოს არსებობდეს იმერული, მეგრელი ან გურული გაგუები და ისინი ერთ ფესვიდან არ მომდინარეობდნენ.
ისტორია და მამა-პაპათა გადმოცემები ის ფენომენია, რომელსაც ვერ უარვყოფთ და შესაბამისად გამოთქმული მოსაზრება ძირშივე მცდარია. ჩვენ წარმოვადგენთ ერთი ფესვიდან წამოსულ საქართველოს, რომელ კუთხეშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ.
ისტორიულად გაგუების გვარის “ადგილის დედა” და ირველმოსახლეობის ადგილი მარტვილის რაიონი, ნოქალაქევი და მისი მიმდებარე სოფლებია. ეს სოფლებია უძველესი ისტორიული მნიშვნელობის დასახლებული პუნქტები :
აბედათი, კოტიანეთი და ნოქალაქევი. ასევე ძველთაგანვე მოსახლეობენ გაგუები ისტორიული საჯავახოს მხარის ტერიტორიაზე, კერძოდ კი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ჩოხატაურისა და სამტრედიის რაიონის საზღვრებში მდებარე სოფლებში ( ნიგორზღვა, ჭოგნარი, ნაკადული და ხუნჯულაური). დღეისათვისQქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრები გაგუები ამ გეოგრაფიული ერთეულებიდან გასულებად მოიაზრებიან.შესაბამისად მოკლედ გადმოგცემთ ისტორიულ ცნობებს ამ ადგილების შესახებ, რაც საინტერესო უნდა იყოს გვარის ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.