მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
ქართული სახელებსა და გვარების შესახებ
შეიძლება მთელი ტომები დაიწეროს და მაინც არ
იქნება ამოწურული მთელი სიგრძე, სიგანით.
ეს საინტერესო უბანი ქართული ენის, სადაც
ქართველი ერის ესა ტუ ის მხარეა ასახული.
აკად. აკაკი შანიძე
გაგუების გვარის ეტიმოლოგიის გარკვევის საკითხისათვის, სხვადასხვა ავტორების ნაშრომებზე დაყრდნობით შესაბამისად შევეცდებით შესაძლო სიზუსტით წარმოვაჩინოთ გვარის წარმოშობის საკითხები.
გვარის ფუძეა `გაგა~ `გაგუ~. თვით ფუძის ეტიმოლოგიისათვის საინტერესოა პროფ. ზ. ჭუმბურიძის მოსაზრება. თავის ნაშრომში `რა გქვია შენ?~ ავტორი აღნიშნავს: `ქართულ ენაში არსებობს სახელები, რომელთაც არავითარი ეტიმოლოგია არ ეძებნება. ასეთ სახელებს იგი მიაკუთვნებს სახელს `გაგა~, (ზოგიერთ სხვა სახელთან ერთად მაგ: ბოცო, ბუხუტი, კიტა, თაყა და სხვა).
მეცნიერის აზრით არნიშნული ფუძე თავისი ფონეტიკური წყობითა შკარად ქართულია. ასეთი პიროვნული სახელი არ დასტურდება არცერთ იმ ენაში, რომელთანაც ოდესმე ქართულს რაიმე სახის კულტურული ურთიერთობა ჰქონია.
შესაბამისად მეცნიერის ვარაუდით ეს წმინდა ქართული სახელია, რომლის ეტიმოლოგიის დადგენა (ალბათ სიძველის გამო ავტ.) დღეისათვის არ ხერხდება.
ყველაზე ვრცლად მკვლევართაგან მეგრული გვარების წარმოშობის საკითხს განიხილავს ბ-ნ პაატა ცხადაია. მისი ცნობით აკადემიკოს ს.ჯანაშიას მოსაზრებაზე დაყრდნობით მეგრულ გვართა სუფიქსები ია, უა, ვა – იან, უან და ვან სუფიქსების ნაშთია. ყველაზე კარგად სუფიქსების ეს ბოლო ვარიანტები დღეისათვის მხოლოდ სვანურშია შემორჩენილი. აქვე მკვლევარს მოჰყავს შედარებები მეგრული და სვანური გვარებისა მაგ : ჩხეტია-ჩხეტიანი, გობეჩია-გობეჩიანი, წიფურია-წიფურიანი და სხვა. ასეთი სახის დაბოლოება მიღებული იყო არამარტო დასავლურ არამედ აღმოსავლეთ ქართველურ გვარებშიც მაგ: ციციანი-ციციშვილი, ბარათაანი-ბარათიშვილი.
ე.ი იან-ან სუფიქსი ძველად ქართულში დღევანდელი –ძე და შვილის მნიშვნელობის მატარებელი იყო.
იგივე აზრს ანვითარებს ბატონი ჯ.ონიანიც. უა დაბოლოების საილუსტრაციოდ იგი ასახელებს გვარსახელს - გაგუას, რომლის ამოსავალი პიროვნების სახელი გაგუა სვანეთსა და ხევსურეთში თურმეDდღესაც ცოცხალია. შესაბამისად გვარის წარმოქმნის გზა მის მიერ ასეა წარმოდგენილი:
გაგუ – (პიროვნების სახელი)
გაგუშანი – (გაგუს შთამომავლები)
გაგუანი – იგივე (შ-ს დაკარგვით)
ბოლოს – გაგუა (ნ-ს მოკვეცით)
აქვე აღვნიშნავთ, რომ გაგუ ძველქართული წარმართულ ღვთაებათა პანთეონის წარმომადგენელია და ღვთაების პიროვნულ სახელად ქცევა, ხოლო შემდგომ მისი გაგვარება არც ისე უცხო მოვლენაა გვართა წარმოშობის ისტორიაში.