მამრობითი: 180
მდედრობითი: 736
ბრატისლავას საპატიო მოქალაქე ეს გვარდიის პოლკოვნიკი ვასილ გიორგის ძე გაგუა გახლავთ.
იგი 1904 წლის 15 სექტემბერს დაბადებულა სამტრედიის რაიონის სოფელ მეორე ნიგორზღვაში. მეთაურთა სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თანდათანობით იძენს მეთაურულ ჩვევებს და წინაურდება სამხედრო სამსახურში. 1939 წელს ინიშნება სამთო საკავალერიო პოლკის შტაბის უფორსად.
სწორედ ამ თანამდებობაზე იყო ვასილ გაგუა – ახალგაზრდა მეთაური, უკვე მაიორის სამხედრო წოდებით, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. ომის დაწყების პირველი დღეებიდან იგი მონაწილეობს გრძელ და რთულ ლაშქრობებსა და მკაცრ ბრძოლებში. მალე საკავალერიო პოლკის შტაბის უფროსიდან იმავე ნაწილის მეთაურად ინიშნება და უნარიანად უძღვება ცხენოსანთა პოლკის მრავალმხრივ საბრძოლო მოქმედებას.
კავალერიის ახალგაზრდა ოფიცერს 1941 წლის დეკემბერში 24-ე საკავალერიო დივიზიის 18-ე საკავალერიო პოლკს აბარებენ და არც შემცდარან, როცა ასეთ ახალგაზრდას, მაგრამ საკმაოდ მოწიფულ მეთაურს ჩააბარეს პასუხისგები თანამდებობა. იგი გულმოდგინედ მონდომებით შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას. ვასილ გაგუას სამხედრო ნიჭი და უნარი მთელი ძალით გამოვლინდა დიდი სამამულო ომის მკაცრ დღეებში.
პირველ მკაცრ სისხლისმღრელ ბრძოლებში, მეტად რთულ ვითარებაში იზრდებოდა და იხვეწებოდა მაიორ გაგუას მეთაურული ოსტსატობა, გამჭრიახობა და ჯარის გაძღოლის უნარი. სწორედ ამ თვისებებმა განაპირობეს ფრონტზე მისი საბრძოლო წარმატება და მისი დაწინაურება 24-ე საკავალერიო დივიზიის მეთაურად 1942 წელს. ამ დროიდან წელიწადნახევრის განმავლობაში მრაველ მკაცრ და რთულ რეიდსა და ბრძოლაში მონაწილეობდა. წინ უძღვოდა თავის შენაერთის პოლკებსა და ესკადრონებს დასავლეთისა და კალინინის ფრონტების ჯარების შემადგენლობაში.
ეს ძალზე რთული დაძაბული პერიოდი იყო სამამულო ომის ისტორიაში და ამ დროს მის საკავალერიო დივიზიას არა ერთ მკაცრ ბრძოლებში მიუღია მონაწილეობა და მრავალი სასახელოდ გადახდილი ბრძოლის შესანიშნავი ეპიზოდები ჩაუწერია მის სახელოვან მატიანეში, მოუპოვებია და ღირსეულად უტარებია გვარდიული დროშის ღირსება.
ამაზე მეტყველებს იმდროის არაერთი საბრძოლო დოკუმენტი. მათში ჩანს გადახდილი ბრძოლების სიმკაცრე და მასშტაბები, მასში მონაწილე მეომრებისა და მათი წინამძღოლის არა მარტო გამბედაობა, მამაცობა, არამედ მეომრული ნიჭი და უნარი.
პოლკოვნიკ ვ. გაგუას 24-ე საკავალერიო დივიზია მე-11 საკავალერიო კორპუსის შემადგენლობაში მოქმედებდა 1942 წლის იანვარ-აპრილში. შენაერთი იბრძოდა მტრის ზურგში ვიაზმის რაიონში. შემდეგ გადავიდა 41-ე არმიის სარდლობის განკარგულებაში და მოქმედებდა სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე. სწორდ ამ ბრძოლებში დივიზია მეზობელ შენაერთებთან ერთად მოექცა მტრის დიდი დაჯგუფების გარემოცვაში. აქ თავი იჩინა ვ. გაგუას და მისი შეანერთის კავალერისტთა საბრძოლო თავდადებისა და მამაცობის ჩინებულმა თვისებებმა. მათ ყოველი ღონე იხმარეს რთული ვითარებიდან სასახელოდ გამოსვლისათვის და თავგანწირვისა და გასაოცარი მოხერხების ფასად კიდეც მიაღწიეს მიზანს.
სწორედ ამაზე მოგვითხრობს ზემდგომი სარდლობის ერთ-ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და უტყუარი დოკუმენტი.
გვარდიის მე-6 საკავალერიო კორპუსის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სოკოლოვი პოლკოვნიკ გაგუას საბრძოლო დახასიათებაში ვრცლად და დეტალურად აღწერს ამ საბრძოლიო ოპერაციას.
პოლკოვნიკ ვ. გაგუას 24-ე საკავალერიო დივიზია დიდი სამამულო ომის პირველ დღეებიდან მონაწილეობს ბრძოლებში. მდინარე ბალშაკისა და ქ. ბელიოლენკას რაიონში ყველაზე მკაცრ ვითარებაში შენაერთი ბრძოლებით იკაფავდა გზას გარემოცვიდან თავის დასაღწევად. პოლკოვნიკმა გაგუამ მამაცობისა და გმირობის იშვიათი მაგალითი და ჯარების თანამედროვე მართვის შესანიშნავი უნარი გვიჩვენა. 1942 წლის 2-8 ივლისს მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან მძიმე და რთულ ბრძოლების შემდეგ, არმიასა და კორპუსთან კავშირის გარეშე, ფრონტის შტაბის დაუხმარებლად, პოლკოვნიკმა გაგუამ ორი მიმართულებით მოაწყო ცრუ, მოჩვენებითი გადასვლა, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოწინაარმდეგე და ამით თავის ძირითად ძალებს საშუალება მისცა მთავარი მიმართულებით გაერღვია მტრის გარემოცვის რკალი. ამ ოპერაციის შედეგად დივიზიამ უმნიშვნელო დანაკლისით გადალახა ბალშაკი და ხელსაყრელი პოზიციები დაიკავა. ამასთან მტრის გარემცვიდან იხსნა მეზობელი შენაერთების 3.000-მდე მებრძოლი და მეთაური, აგრეთვე გადაარჩინა მათი 350 დაჭრილი მეომარი.
ამ ბრძოლებში დივიზიამ მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა; მოსპო მისი 12 ქვემეხი, 10 ტანკი, 7 ნაღსატყორცნი ბატარეა, 24 სატვირთო ა/მანქანა, 360 ჯარისკაცი და ოფიცერი და ხელთ იგდო ტყვეები და დიდძალი ნადავლი.
პოლკოვნიკ გაგუას პირად ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, 24-ე საკავალერიო დივიზია განაგრძობდა რთულ საბრძოლო ოპერაციიას მტრის გარემოცვის რკალიდან მეზობელი ნაწილებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის გამოყვანის მიზნით.
ამ მანევრისა და თავდადების შედეგად დამატებით 9.000 კაცი გადაარჩინა განსაცდელს, გარდა ამისა, სავსებით შეინარჩუნა თავისი ღირსება, ბრძოლისუნარიანობა და საბრძოლო მზადყოფნა~.
მეტად რთულ და დაძაბულ ვითარებაში ჯარების უნარიანი ხელმძღვანელობის, პირადი მამაცობისა და გულადობის გამოჩენისათვის მადლიერმა სამშობლომ პოლკოვნიკ ვ. გაგუა იმხანად ახალი, მაღალი საბრძოლო ჯილდოთი - `წითელი დროშის~ ორდენით დააჯილდოვა.
მისი მამაცობა და გამბედაობა, ცოდნასა და ნიჭთან შეხამებული, ამაღლებდა დივიზიის მებრძოლთა საბრძოლი შემართებას, განაპირობებდა ბრძოლის ველზე წარმატებას.
ვასილ გაგუა არა მარტო მომთხოვნი და სამართლიანი მეთაური იყო, გონებამახვილი, მხიარული, მსუბუქი იუმორით აღსავსე ადამაინიც, ჯარისკაცთა ახლობელი და საყვარელი უფროსი ამხანაგიც. ამიტომაც აფასებდნენ მას უყვარდათ და სჯეროდათ მისი კავალერისტებს.
1943 წელს მარშალ ბუდიონის რეკომენდაციით იგი სწავლას აგრძელებს უმაღლეს სამხედრო აკადემიაში. აკადემიაში ერთი წელი დაჰყო პოლკოვნიკმა ვ. გაგუამ.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო აკადემიის დამთავრებისას პოლკოვნიკ ვ. გაგუას მეთაურულ მომზადებას და უნარს მაღალი შეფასება ეძლევა. 1944 წლის 9 აპრილს აკადემიის უფროსის, საბჭოთა კავშირის მარშლის ბ. შაპოშნიკოვის დასკვნით, გვარდიის პოლკოვნიკი ვ. გაგუა შესაფერისი იყო საკავალერიო დივიზიის მაეთაურის ან საკავალერიო კორპუსის შტაბის უფროსის თანამდებობაზე. ამასთან დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ გვარდიის პოლკოვნიკი ვ. გაგუა ჩინებული სპორტსმენი და კავალერისტია.
ეს მართლაც მისი ცოდნისა და უნარის დამსახურებული დაფასება იყო გამოჩენილი მხედართუფროსის მიერ.
მტრის საბოლოო განადგურებისათვის მალე საბჭოთა არმიის კავალერიის სარდლის, საბჭოთა კავშირის მარშალ ს. ბუდიონის რეკომენდაციით იგი გვარდიის დონის კაზაკთა სახელმოხვეჭილი კორპუსის შემადგენლობაში იგზავნება მოქმედ არმიაში.
იგი ჯერ 1944 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მე-5 საკავალერიო კორპუსშია გვარდიის მე-12 დივიზიის მეთაურის მოადგილე, ხოლო ნოემბრიდან გვარდიის მე-4 კორპუსის, მე-9 დივიზიის მეთაურია.
1945 წლის კაზაფხულზე საბჭოთა არმია, გამანთავისუფლებელი არმია, მოძმე ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ანადგურებდა გერმანელ ფაშისტ-დამპყრობთა ჯარებს. ამ ბრძოლებში საბჭოთა კავალერისტებიც მონაწილეობდნენ. აპრილის დასაწყისში მეტად დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა სლოვაკიის დედაქალაქ ბრატისლავას მისადგომებთან. ამ ბრძოლაში მიღებულმა ჭრილობებმა იმსხვერპლა კავალერისტთა მამაცი და თავდადებული მეთაური.
მოწიწებით, მეომრული პატივისცემით მიაბარეს პოლკოვნიკ ვ. გაგუას ცხედარი თანამებრძოლებმა მოძმე ხალხის მიწას, რომლის თავისუფლებისათვის თავი დასდო ქართველმა კაცმა.
სლოვაკიის ეროვნული კომიტეტის 1946 წლის 4 აპრილის დადგენილებაში ნათქვამია: "ნიშნად მისი დიდი და დაუფასებელი დამსახურებისა, რაც თავის გმირ ჯარისკაცებთან ერთად გამოიჩინა, დაეხხმარა სლოვაკიას მთავარ ქალაქის – ბრატისლავას განთავისუფლებაში, - პოლკოვნიკ ვ. გაგუას მიენიჭოს ბრატისლავას საპატიო მოქალაქის წოდება".
ბრატისლავაში და ნიტრაში არის ვ.გაგუას სახელობის მოედანი,ქუჩა,სკოლა და საავადმყოფო.
დავამატებთ, რომ საქართველოს ისტორიის მუზეუმში 1991 წლის ხანძრამდე საბჭოთა პერიოდის ექსპოზიციაში გამოფენილი იყო პოლკოვნიკ ვ. გაგუას პირადი ნივთები, ორდენები და საბრძოლო ხმალი. სამწუხაროდ ექსპოზიციის ეს ნაწილი დღემდე არ არის აღდგენილი.
დიდი სამამულო ომის მსვლელობის დროს პოლკოვნიკ გაგუას მიღებული ჰქონდა უმაღლესი მთავრსარდლის 4 პირადი მადლობა. სიკვდილის წინ წარდგენილი იყო საბჭოთა კავშირის გმირის წოდებასა და გენერლის ჩინზე.
P.s. უნდა აღინიშნოს, რომ ბრატისლავაში დღემდე ინახავენ დაღუპული პოლკოვნიკის ხსოვნას. ამასთან დაკავშირებით შემოკლებით შემოგთავაზებთ ამონაწერს ჟურნალისტ ბადრი ვადაჭკორიას საგაზეტო სტატიიდან (`დილის გაზეთი~ 22 ივნისი 1999 წელი) "როგორც უცხოელი ჟურნალისტი, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად და გასაშუქებლად საბჭოთა მეომრების მემორიალთან მიმიწვია ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად. მემორიალს რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს და ბაღნარად არის ქცეული. აქ რამდენიმე ასეული საბჭოთა მეომრის ნეშტი განისვენებს. ბრატისლავის საძმო საფლავზე განისვენებს პოლკოვნიკ ვასილ გაგუას ნეშტი.
ცერემონიალი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. პრემიერ მინისტრის დაცვის ზორბა ბიჭები იასამნის ქვეშ იდგნენ, მე მათ ბოდიში მოუხადე, იასამნის პატარა ტოტი მოვტეხე და გვარდიის პოლკოვნიკ ვ. გაგუას საფლავძე დავასვენე. მოულოდნელად დაცვის ბიჭები `სმენაზე დადგნენ და მხედრული სალმით შემომიერთდნენ".